ისრაელის კაბინეტმა ერთხმად დაამტკიცა წინადადება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების წინააღმდეგ ძალადობას გენოციდად აღიარებს.
თურქეთი წლების განმავლობაში აქტიურად ლობირებდა, რომ ქვეყნებს 1915 წელს სომეხთა მასობრივი სიკვდილოანობა გენოციდად ოფიციალურად არ ეღიარებინათ.
ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ოსმალეთის იმპერიამ პირველი მსოფლიო ომის დროს 1.5 მილიონამდე სომეხი მოკლეს. ამ ისტორიულ მოვლენას მეცნიერები ფართოდ მიიჩნევენ XX საუკუნის პირველ გენოციდად. თურქეთი უარყოფს, რომ სიკვდილიანობა გენოციდს წარმოადგენდა და აცხადებს, რომ რიცხვი გაბერილია და რომ დაღუპულები სამოქალაქო ომისა და არეულობის მსხვერპლნი იყვნენ.
წლების განმავლობაში ისრაელი ოფიციალურად არასდროს განიხილავდა ამ საკითხს თურქეთის გაღიზიანების შიშით, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ღაზაში, ლიბანსა და ირანში ბოლოდროინდელი ომები გაგრძელდა.

