რუსეთის საგარეო დაზვერვის მტკიცებით, “უკრაინის ძალოვანი სტრუქტურები შეგნებულად უწყობენ ხელს ლათინური ამერიკიდან ევროპაში ნარკოტიკების ტრანზიტის ზრდას”.
“უკრაინელების ინტერესი აშკარაა. კორუფციაში ჩაფლული ზელენსკის რეჟიმი ცდილობს დამატებითი შემოსავლის მიღებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დასავლელი სპონსორები ვეღარ ახერხებენ მისი ყველა დაუოკებელი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თავის მხრივ, ლათინური ამერიკის წამყვანი დანაშაულებრივი დაჯგუფებები ცდილობენ ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის ფენტანილის, მიწოდების გეოგრაფიის გაფართოებას, რაც აშშ-ში ნარკოტიკების წინააღმდეგ გააქტიურებული კამპანიით არის განპირობებული. ისინი უკრაინას განიხილავენ, როგორც უსაფრთხო დერეფანს ევროპულ ბაზარზე გასასვლელად, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სათანადო სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი.” – ამტკიცებს რუსეთი.
ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ლათინოამერიკული ნარკოკარტელები ოდესის პორტებს იყენებენ ევროპაში ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის, საიდანაც ტვირთი პოლონეთის, მოლდოვისა და რუმინეთის გავლით გადააქვთ. ამავდროულად, ეს კრიმინალური დაჯგუფებები დაინტერესებულნი არიან უკრაინის შავ ბაზარზე იარაღის შეძენით.

