აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელმა ლიდერებმა ტრამპი გადაარწმუნეს, ვეჭვობ, ეს შესაძლებელი იყოს” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ევროპელებმა უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეაცვლევინეს.

პუტინის თქმით, ამის შესახებ მისთვის არაფერია ცნობილი.

„ჩემთვის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროპელმა ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტი გადაარწმუნეს და ვეჭვობ, ეს შესაძლებელი იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი მოწიფული და გამოცდილი პოლიტიკოსია. უკვე მეორედაა ხელისუფლებაში და, ვფიქრობ, იცის, რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ვართ, ვუსმენთ ორივეს – ოპონენტებსა და მოკავშირეებს, ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს და შესაძლოა, შესწორება შევიტანოთ ჩვენს მოსაზრებებში, მაგრამ იმის თქმა, რომ ვიღაცამ სრულად გადაარწმუნა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს უცნობია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

პუტინის თქმით, 2025 წლის აგვისტოში, ანკორაჯში გამართული მლაპარაკებები ფორმალური შეთანხმების გარეშე დასრულდა. მისივე თქმით, რუსეთი მზად არის, განაგრძოს მოლაპარაკებები ამერიკულ მხარესთან მოსკოვში.

იტვირთბა....