ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა არასაპარლამენტო ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, ეს გაერთიანება შეძლებს არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას.

„მინდა მივმართო, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანას აქვს ორი მთავარი პრობლემა, ეს არის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ჯგუფების თანამშრომლობა და ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა არის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილი და ივანიშვილი ჩამოცილდნენ ქართულ პოლიტიკას. ამავდროულად, სრულიად აშკარაა, რომ ყველა ბოლო გამოკითხვა აჩვენებს, რომ ცალკე აღებულ არცერთ არასაპარლამენტო ოპოზიციას არ ძალუძს დაამარცხოს ან ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა“- განაცხადა კუკავამ.

ის მოუწოდებს არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომ მაისის ბოლომდე საარჩევნო ბლოკი ჩამოყალიბდეს, რომელშიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები შევლენ.

„გამოაცხადონ ღიად, რომ არ ვაპირებთ თანამშრომლობას არც „ოცნებასთან“, არც -„ნაცონალებთან“ და არც მათ ნარჩენებთან“ – განაცხადა კუკავამ.

ის მათ ასევე სთავაზოვს, რომ ჩაატარონ პრაიმერი და ყველა საარჩევნო ოლქში ყველაზე რეიტინგული კანდიდატები გამოავლონონ.

კუკავას თქმით, თითოეული არასაპარლამენტო პარტია, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას წყალს ასხამს ივანიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე.

იტვირთბა....