აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ყირიმული საჰაერო თავდაცვა ეცემა…1-დან 29 ივნისამდე პერიოდში „ჩიტებმა“ [დრონებმა] მტრის საჰაერო თავდაცვის 31 სისტემა დააზიანეს” – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

უკრაინული დრონების ქვედანაყოფის, „მადიარის ჩიტების“ მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

„ყირიმული საჰაერო თავდაცვა ეცემა… უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტები“ აძლიერებენ მუშაობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოწინააღმდეგის ოპერატიულ ზურგში.

1-დან 29 ივნისამდე პერიოდში „ჩიტებმა“ [უკრაინულმა დრონებმა] ინადირეს მტრის საჰაერო თავდაცვის 31 სისტემაზე [საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რადიოლოკაციური სადგურები]. მაისის შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევიათ – მაშინ საჰაერო თავდაცვის 36 ელემენტს „აუგეს წესი“. თუმცა წინ კიდევ ორი დღეა, ასე რომ, მუშაობა გრძელდება” – წერს რობერტ „მადიარ“ ბროვდი.

ის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2026 წლის იანვრიდან ივნისამდე უკრაინელმა პილოტებმა მტრის საჰაერო თავდაცვის 194 ერთეული ტექნიკა დააზიანეს. ხოლო 2025 წლის 11 ივნისიდან დღემდე, ჯამში განადგურებულია 276 ობიექტი, მათ შორის: 169 საზენიტო კომპლექსი, 76 მსხვილი რადიოლოკაციური სადგური და 31 რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი.

იტვირთბა....