აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ხელისუფლება დიზელის საწვავის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს” – ვლადიმერ პუტინი

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის დეფიციტია, იმ ფონზე, როცა უკრაინული იერიშების გამო რუსულ ენერგორესურსებზე ზეწოლა იზრდება.

“სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით ხელისუფლება დიზელის საწვავის ექსპორტის სრულ აკრძალვას განიხილავს” – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში არსებული საწვავის კრიზისის ფონზე.

პუტინი კრიზისს აღიარებს და ამტკიცებს, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობენ.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი რეზერვების გამოყენება, ბენზინის რეზერვები ამჟამად პრაქტიკულად იმავე დონეზეა, რაც გასულ წელს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფრთხილად და წინდახედულად მოქმედება“ – ამბობს ის.

1 აპრილიდან 31 ივლისამდე რუსეთმა ბენზინის ექსპორტი უკვე აკრძალა.

იტვირთბა....