ისრაელის სამხედროებმა სამხრეთ ლიბანში მდებარე ერთ-ერთ სოფელში მასშტაბური მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, რომელსაც, ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებდა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სამხედრო ოპერაციის შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული ამერიკული მხარე. დარტყმის მთავარი სამიზნე სამხრეთ ლიბანის ქალაქ მაჯდალ ზუნში მდებარე 200 მეტრის სიგრძის გვირაბი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, აღნიშნულ მიწისქვეშა კომპლექსში „ჰეზბოლა“ ასობით ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღსა და სარაკეტო დანადგარებს ინახავდა.
ცნობისთვის, ისრაელის ეს დარტყმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ ლიბანი და ისრაელი, შეერთებული შტატების შუამავლობით, უსაფრთხოების ახალ შეთანხმებაზე შეთანხმდნენ.

