აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში” – სი ძინპინი ალექსანდრე ლუკაშენკოს

ჩინეთი მხარს უჭერს ბელარუსს ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს პეკინში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

„ჩინეთმა და ბელარუსმა უნდა შეინარჩუნონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ხელი შეუწყონ ორმხრივი ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას მაღალ დონეზე და კიდევ უკეთესი სარგებელი მოუტანონ ორივე ქვეყნის ხალხებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთი მზადაა გააგრძელოს ბელარუსის განვითარებისა და მშენებლობის ხელშეწყობა.

თავის მხრივ, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ჩინეთ-ბელარუსის ურთიერთობები „ისტორიულ პიკზეა“.

ცნობისთვის, ალექსანდრე ლუკაშენკო ჩინეთში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ის რუსეთს სტუმრობდა და ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

იტვირთბა....