აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კრასნოდარის მხარეში მდებარე ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინელებმა 27 ივნისს ღამით დაარტყეს, ამ დრომდე იწვის

კრასნოდარის მხარეში მდებარე ყუბანის სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინელებმა 27 ივნისს ღამით დაარტყეს, ამ დრომდე იწვის – ინფორმაციას უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ კრასნოდარის მხარეში, სადაც სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს, ძლიერი დაკვამლიანებაა.

სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ის აწარმოებს გაზის ბენზინს (გაზოლინს), დიზელის ტექნოლოგიურ ფრაქციას (ДТФ), მაზუთს, გემის დაბალი სიბლანტის საწვავს (СМТ), ვაკუუმურ გაზოილს და სხვა ნავთობპროდუქტებს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 4-5 მილიონ ტონა ნედლეულს შეადგენს და იგი უზრუნველყოფს სამხრეთის ფედერალურ ოლქში ნავთობის გადამუშავების მოცულობის დაახლოებით 9%-ს. ქარხანა შედის ნავთობპროდუქტების იმ მსხვილ ექსპორტიორთა რიცხვში, რომლებსაც პროდუქცია შავი ზღვის პორტების გავლით გააქვთ.

იტვირთბა....