აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ომში დაახლოებით 1.3 მლნ ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ – ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა” – უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინს პასუხობს

ისე საუბრობთ, ზედიზედ მეხუთე წელია, თითქოს ომს მოიგებთ, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთან სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.

„რეალობა: დაიწყეთ აგრესიული ომი იმ იმედით, რომ სწრაფად მოიგებდით; ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ; თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა; ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება. ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა“, – წერს ტიხი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კარგავენ პოზიციებს ფრონტის ხაზზე და სწორედ ამიტომ ისინი რუსეთში ტერორიზმს მიმართავენ.

იტვირთბა....