საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ტომბლენში, აეროპორტის სიახლოვეს მოხდა. ავიაკატასტროფას თვითმფრინავის პილოტი და 10 პარაშუტისტი ემსხვერპლა.
პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი შეიკავონ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიისკენ გადაადგილებისგან.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

