რუსეთში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში უკრაინის თავდასხმის შედეგად, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა დაადასტურა კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმაც.
„ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და კერძო სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია“, – აცხადებენ შტაბში.
ცნობისთვის, შპს „სლავიანსკ-ეკო“ (სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა) რუსეთში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, რომელიც ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს.

