აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-მა ირანში სამიზნეებს დაარტყა – ირანმა კი ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის ობიექტებს რაკეტებით და დრონებით შეუტია

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, პრეზიდენტის მითითებით, ირანის მხრიდან აგრესიის გაგრძელების საპასუხოდ, ირანში სამიზნეებზე დამატებითი დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა.

„აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს“, – ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში.

ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემზე თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანს მიეცა შანსი, დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა ირანმა არ გააკეთა ეს და მისმა ძალებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ დრონი გაუშვეს.

„ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, დრონების შესანახი ობიექტები და ნაღმების განთავსების ობიექტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

CENTCOM-ში აცხადებენ, რომ კომერციული გემები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობას აგრძელებენ. მოგვიანებით, “ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა.

Reuters-ის ცნობით, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს და „ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას გამოიწვევს“.

იტვირთბა....