აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედია – ისრაელმა შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს სამხრეთ ლიბანში დრონით თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა სამხრეთ ლიბანში დრონით დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ლიბანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელმა დარტყმა ნაბატიეს რაიონში განახორციელა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ დარტყმის სამიზნე პირი ისრაელის სამხედროებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ცნობისთვის, ისრაელმა დარტყმა აშშ-ის, ისრაელისა და ლიბანის მიერ ვაშინგტონში სამმხრივი ჩარჩო შეთანხმების გაფორმებიდან ერთი დღის შემდეგ განახორციელა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეთანხმება ლიბანის სუვერენიტეტის აღსადგენად და „ჰეზბოლას“ განიარაღებისთვის სტრუქტურულ პროცესს აყალიბებს. ასევე, ჩარჩო შეთანხმება ისრაელს საშუალებას აძლევს, რომ თავი საზღვრებს დაუბრუნდეს, მას შემდეგ, რაც მისი მოქალაქეების მიმართ საფრთხე აღმოფხვრილი იქნება.

იტვირთბა....