გლდანის ციხესთან გაიმართა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაპატიმრებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, ექიმის, 72 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის მხარდამჭერი აქცია.
მანამდე გოგი ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ 19 ივნისს 5-წლიანი პატიმრობის მისჯა გააპროტესტეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.
დღევანდელ აქციას მისმა ვაჟებმა, პედიატრებმა კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებმა გაუწიეს ორგანიზება. მათ სოციალურ ქსელებში „პედიატრი ძმების“ სახელით აქვთ გახსნილი გვერდი, სადაც პაციენტებს ზოგად რჩევებს აძლევენ ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ.

