აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ქერჩში „ზალივის“ აკვატორიაში რუსული ხომალდები დაბომბა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური [SBU] ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული ოპერაციის შესახებ ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას.

SBU-ს განცხადებით, ქერჩში, გემთსაშენ ქარხანა „ზალივის“ აკვატორიაში, დრონების დარტყმით დააზიანეს რუსული ხომალდები “ვოლგა” და “ვიატკ”, ასევე სატვირთო-სამგზავრო ბორანი “პეტროპავლოვსკი”.

უწყების ინფორმაციითვე, თითოეული ამ გემის ღირებულება ასობით მილიონი დოლარია.

ოფიციალურ დადასტურებამდე, მონიტორინგის ჯგუფები Telegram-არხებზე ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ქარხანა „ზალივის“ აკვატორიაში ხანძრის ორი კერა შეინიშნებოდა.

იტვირთბა....