აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება, მოლაპარაკებების შედეგად დავინახეთ ოპტიმიზაციის დიდი რესურსი და შედეგად, ქვეყანას დავუზოგეთ 52.5 მილიონი დოლარი” – ირაკლი კობახიძე

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ კონტრაქტის ღირებულება, დაახლოებით, 204 მილიონი დოლარიდან 151.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

„აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაოები. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....