აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ზელენსკიმ 40-დღიანი ოპერაცია დაამტკიცა, რათა უკრაინამ კრემლს ომის დასრულება აიძულოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივნის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) 40-დღიანი ოპერაციის დაწყება დაამტკიცა, რომლის მიზანიც ომის დასამთავრებლად რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა.

ამის შესახებ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც SBU-ს უფროსთან, იევჰენიი ხმარასთან შეხვედრა გამართა. ზელენსკის თქმით, მეთაურმა მას უკრაინის “შორი და საშუალო რადიუსის სანქციებსა და SBU-ს მიერ მიღწეულ შედეგებზე” აცნობა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მან თანხმობა გასცა, რათა SBU-მ წამოიწყოს “გავლენის მოსახდენი 40-დღიანი ოპერაცია… აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ომის დასრულების იძულებაა.”

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს დამტკიცებული ოპერაცია, თუმცა, მან SBU “ოკუპანტი ძალების სამხედრო მოსამსახურეებსა და აღჭურვილობაზე” წარმატებული ოპერაციებისთვის შეაქო.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში უკრაინამ რუსეთის დედაქალაქზე ზედიზედ იერიშები მიიტანა, რის შედეგადაც მოსკოვის მთავარმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა, რამაც ქვეყნის მასშტაბით საწვავის კრიზისი გაამწვავა. Reuters წერს, რომ მოსკოვის ნავთობქარხანა მუშაობას კიდევ 6 თვის განმავლობაში ვერ განაახლებს.

იტვირთბა....