აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რომის პაპმა ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა

რომის პაპმა ლეომ ვენესუელაში ოთხშაბათს ღამით მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთათვის 100 000 ევროს ოდენობის დახმარება გააგზავნა. ინფორმაციას Vatican News-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ფინანსური დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება პაპმა ვენესუელაში სამოციქულო ნუნციოსთან, მონსინიორ ალბერტო ორტეგა მარტინთან და კარაკასის მთავარეპისკოპოსთან, მონსინიორ რაულ ბიორდ კასტილიოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

Vatican News-ის ინფორმაციით, ყურადღება კვლავაც ვენესუელელი ხალხის საჭიროებებზე იქნება გამახვილებული. ადგილობრივი ეკლესიის მითითებებზე დაყრდნობით, უახლოეს დღეებში დაზარალებულთა დახმარების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

იტვირთბა....