აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კომპანია Starlink-ი ვენესუელას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტს უფასოდ მიაწვდის

კომპანია Starlink-ი ვენესეულას მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ინტერნეტს უფასოდ მიაწვდის.

„ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულებისთვის, Starlink 25 ივლისამდე უფასო მომსახურებას სთავაზობს, როგორც ახალ, ასევე არსებულ მომხმარებლებს. ჩვენ ასევე ვმუშაობთ Starlink-ის ტერმინალების სწრაფად განლაგებაზე და ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებთან კავშირის აღდგენაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, მედიის ცნობით, ვენესუელის მთავარი სატელეკომუნიკაციო კომპანიები მოსახლეობას ასევე სთავაზობენ უფასო ინტერნეტს, ტელევიზიას და სატელეფონო კავშირს, რათა დაეხმარონ ადამიანებს მიწისძვრების შემდეგ კავშირის შენარჩუნებაში.

ვენესუელაში ორი ძლიერი, 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ მცირე, 235 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....