აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მსოფლიო ვენესეულას დახმარებისთვის მზაობას გამოთქვამს

დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ მსოფლიო ვენესეულას დახმარებისთვის მზაობას გამოთქვამს.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და პორტუგალია ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გაგზავნიან. მისივე თქმით, ევროკომისია „ევროპულ რეაგირებას კოორდინაციას უწევს“.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შაინბაუმმა ასევე განაცხადა, რომ მექსიკა ვენესუელაში მაშველებისა და ჯანდაცვის მუშაკების ჯგუფებს გაგზავნის.

ვატიკანი აცხადებს, რომ რომი პაპმა ლეომ ვენესუელას 100 000 ევროს ოდენობით საგანგებო შემოწირულობა გაუგზავნა და მას „პირველ ნაბიჯს“ უწოდებს, რასაც შემდგომი დახმარებაც მოჰყვება.

კოლუმბიის ქალაქ ბოგოტას მერი, კარლოს გალანი, აცხადებს, რომ ის თავისი ქალაქის სახანძრო სამსახურის სპეციალიზებულ სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გაგზავნის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ჯანმო-ს ჯგუფები „მჭიდრო კონტაქტზე“ არიან ვენესუელას ხელისუფლებასთან და „მზად არიან დამატებითი პერსონალისა და სამედიცინო მარაგების გასაგზავნად“.

ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 188 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისათვის ცნობილია 1 520 დაშავებულის შესახებ, 200-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

იტვირთბა....