აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აშშ ვენესუელას გვერდით დგას, ჩვენი მისია ნათელია, სიცოცხლის გადარჩენა და კრიტიკული დახმარების სწრაფად მიწოდება იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო” – პიტ ჰეგსეტი

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას. მისი თქმით, ომის დეპარტამენტი სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მობილიზებულია, რათა ვენესუელელებს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად დაეხმაროს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელას ხალხის გვერდით დგას გუშინდელი დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ. პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, დაუყოვნებლივ მოვახდინე ომის დეპარტამენტის მობილიზება სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად ვენესუელას ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენი მისია ნათელია: სიცოცხლის გადარჩენა და კრიტიკული დახმარების სწრაფად მიწოდება იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია ჩვენი ნახევარსფეროს მიმართ. როდესაც ჩვენი მეგობრების სიცოცხლე საფრთხეშია, ამერიკა მოქმედებს“,- აცხადებს ჰეგსეტი.

ცნობისთვის, ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 188 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისათვის ცნობილია 1 520 დაშავებულის შესახებ, 200-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოყოლილი.

იტვირთბა....