აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატაში მყოფ რესპუბლიკელებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, დემოკრატებისთვის ხმის მიცემის საკითხზე კონტროლის უფლებამოსილების მინიჭება რესპუბლიკელების შედეგებს მხოლოდ გააუარესებს.
„წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები უნდა გაერთიანდნენ და შეწყვიტონ „წესების“ წინააღმდეგ ხმის მიცემა ან მისით დამუქრება. პალატაში რადიკალური მემარცხენე დემოკრატებისთვის ხმის მიცემის საკითხზე კონტროლის უფლებამოსილების მინიჭება ჩვენს შედეგებს გააუარესებს და არ გააუმჯობესებს. გთხოვთ, შეწყვიტოთ ტრაბახი! ისინი დემოკრატები არიან და ჩვენ არ შეგვიძლია, გამარჯვების უფლება მივცეთ“,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

