აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ტაიფუნ “მეხალას” მოახლოების გამო იაპონიაში ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ტაიფუნ “მეხალას” მოახლოების გამო იაპონიაში ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა – სტიქია ამჟამად სამხრეთ იაპონიის რიუკიუს კუნძულებს უახლოვდება. გაუქმებულია 200-ზე მეტი ავიარეისი, შეჩერებულია ათობით მატარებლის მოძრაობა და გადაკეტილია მრავალი ცენტრალური ავტომაგისტრალი.

მანამდე სტიქიამ ტაივანს გადაუარა, სადაც გადაუღებელმა წვიმებმა კუნძულის ნაწილი სრულად პარალიზებული დატოვა.
განსაკუთრებით დაზარალდა ტაივანის სამხრეთი რეგიონები: გაოსიუნი, ტაინანი და პინტუნგი.

“მეხალა” ამ დროისათვის ტროპიკული შტორმის სტატუსს ატარებს.

იტვირთბა....