PACE-ს რეზოლუცია არა უბრალოდ დრამატულ ვითარებას ასახავს საქართველოში, არამედ არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოსთვის და მისი დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება დროულად გათვალისწინებული, მაშინ საქართველოს გარიცხვის პროცედურების ამოქმედება დადგეს დღის წესრიგში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
„ყველაფერი რაც რეზოლუციაში წერია, ერთი-ერთში ასახავს საქართველოში განვითარებულ დრამატულ მოვლენებს – პოლიტიკაში, სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, წარმოუდგენელ დემოკრატიულ უკუსვლას, ადამიანი უფლებების გაუგონარ დარღვევებს, სამართლის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას და მრავალ სხვას. ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ ამ რეზოლუციებს „ჩალის ფასი“ აქვს. ეს რეზოლუცია არა უბრალოდ დრამატულ ვითარებას ასახავს საქართველოში, არამედ არის ერთ-ერთი ბოლო გაფრთხილება საქართველოსთვის და მისი დღევანდელი რეჟიმისთვის, რომ თუ ეს შენიშვნები არ იქნება დროულად გათვალისწინებული, მაშინ საქართველოს გარიცხვის პროცედურების ამოქმედება დადგება დღის წესრიგში.
დღეს საქართველო ანტიეროვნული და ანტიდემოკრატიული რეჟიმის გამო არის ამ მდგომარეობაში, რომ ერთი მხრივ, ვკარგავთ სიმწრითა და შრომით მიღებულ კანდიდატის სტატუსს და ახლა უკვე დგება საკითხი ევროპის საბჭოში წევრობის საკითხი“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

