აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ადრე თუ გვიან ერთად იქნებიან” – ალექსანდრე ლუკაშენკო

რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ხალხები ადრე თუ გვიან ერთად იქნებიან, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„ამაში დარწმუნებული ვარ და ზელენსკის წარმომადგენლებსაც ვუთხარი, რომ ჩვენი ხალხები ერთად იქნებიან, ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც ერთად ვიქნებით. დრო მოვა, გონს მოვეგებით და ურთიერთობებს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისი თქმით, „რუსეთი და ბელარუსი საერთო სამშობლოა“.

„ჩვენი ბრალი არ არის, რომ აქ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა. თუმცა ეს მეგობრული, ძმური სახელმწიფოებია და ვფიქრობ, არ არსებობს ძალა, რომელსაც ამ ერთიანობის დაშლა შეუძლია“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....