აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭომ აშშ-თან სავაჭრო შეთანხმებას მხარი დაუჭირა – Reuters

ევროკავშირის საბჭომ აშშ-სთან დადებული სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული სატარიფო ვალდებულებების განხორციელებისთვის საჭირო ორი მარეგულირებელი დოკუმენტი დაამტკიცა, რის შედეგადაც, შეთანხმების მისაღებად საჭირო საკანონმდებლო პროცედურები დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტმა აშშ-თან სავაჭრო შეთანხმების მარეგულირებელი კანონმდებლობა 440 ხმით 151-ის წინააღმდეგ 16 ივნისს მიიღო.

კანონმდებლობა ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ შევა.

ევროკავშირსა და აშშ-ს შორის 2025 წლის ივლისში, შოტლანდიაში მიღწეული სავაჭრო შეთანხმება ევროპაში აშშ-დან იმპორტირებულ სამრეწველო საქონლის უმეტესობაზე ტარიფებს აუქმებს, ხოლო ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტზე გატანილ საქონელზე 15%-იან ტარიფებს ითვალისწინებს.

ევროკავშირის მიერ მიღებული კანონმდებლობა ძალაში 2029 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება, ხოლო ექვსი თვით ადრე ევროკომისია შეთანხმების შედეგებს შეაფასებს და მისი ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ასევე, შეთანხმება „დამცავ მექანიზმებს“ მოიცავს, რომელიც მისი პირობების შეცვლას ითვალისწინებს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ პირობებს დაარღვევს.

იტვირთბა....