აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანთან შეთანხმების მიღწევა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად” – მარკო რუბიო

ირანთან შეთანხმების მიღწევა გვსურს, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბაჰრეინში, სპარსეთის ყურის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს რეალური შეთანხმების მიღწევა სურს, რომელიც შესრულდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შეთანხმება, რომელსაც მოლაპარაკებების პროცესში ან ამის შემდეგ მივაღწევთ, დაცული იყოს“, – განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, ჰორმუზის სრუტე არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის და მასში გავლისთვის გადასახადების დაწესებას აშშ არ მიიღებს.

„პირველ რიგში, ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო წყლებს წარმოადგენს. საერთაშორისო საზღვაო მარშრუტები კი არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. თუ იმას დავუშვებთ, რომ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების გამოყენებისთვის გადასახადების დაწესება შესაძლებელია, მაშინ სამყარო ქაოსში ჩაეშვება. არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, რომ საერთაშორისო საზღვაო მარშრუტების გამოყენებისთვის გადასახადი დააწესოს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

იტვირთბა....