აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავეს, – ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონის ცნობით, საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ტანკერი Deliver-ი დააკავეს, რომელიც სიცილიის სანაპიროსთან საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევით გადაადგილდებოდა.

„აღნიშნული მოქმედება „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ ჩატარებული მსგავსი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში განხორციელდა. ეს ევროპელების სიმტკიცეს აჩვენებს“, – წერს მაკრონი X-ზე და ტანკერის დაკავების ვიდეოკადრებს ავრცელებს.

მისი თქმით, ევროპა „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსების საშუალებას არ მისცემს.

იტვირთბა....