აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პარიზის მერი აცხადებს, რომ მაღალი ტემპერატურის ფონზე სიკვდილიანობა იზრდება და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

მაღალი ტემპერატურის ფონზე სიკვდილიანობა იზრდება, – ამის შესახებ პარიზის მერმა, ემანუელ გრეგუარმა განაცხადა.

გრეგუარის თქმით, ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ვითარება ძალიან სერიოზული და კრიტიკულია.

„კონკრეტული რიცხვები ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ, მე ეს არ მეხება, მაგრამ ვითარება მძიმეა. აუცილებელია გადაუდებელი ზომები“, – აღნიშნა მერმა.

გრეგუარმა განსაკუთრებული სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა ახალგაზრდებს.

„გუშინ, საღამოს რვის-ნახევარზე, ოფისიდან გამოსვლისას ასეულამდე მორბენალი დავინახე. პირდაპირ გეტყვით, ეს უპასუხისმგებლობაა. ყველა მათგანი სერიოზულ საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს“, – განაცხადა გრეგუარმა.

იტვირთბა....