ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველადი დადგენილებით, ქვეყნის პრეზიდენტი ნატო-ს სამიტს უნდა დაესწროს.
უთანხმოება ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მას შემდეგ წარმოიშვა, რაც პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, ნატო-ს ანკარის სამიტზე ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტი არ შეიყვანა. პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რათა განესაზღვრა, ვისი კომპეტენციაა, გადაწყვიტოს, დაესწრება თუ არა სახელმწიფოს მეთაური ნატო-ს სამიტს.
საკონსტიტუციო სასამართლომ პირველადი დადგენილებით, წარსულში პრეზიდენტები ესწრებოდნენ ნატო-ს სამიტს, გარდა ამისა, 26 ივნისს იწურება აკრედიტაციების გაცემის ვადა, შესაბამისად, პრეზიდენტ პეტრ პაველი ანკარის სამიტს უნდა დაესწროს.
ამასთან, უფრო სიღრმისეულად ამ საქმეს სასამართლო დაჩქარებული წესით უახლოეს კვირებში განიხილავს.

