აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თეთრმა სახლმა კონგრესს ირანთან ომის გამო დამატებითი დაფინანსების სახით 87 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა” – PBS News

თეთრმა სახლმა კონგრესს ირანთან ომის გამო დამატებითი დაფინანსების სახით 87 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა, – ინფორმაციას PBS News-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ბიუჯეტის მართვის ოფისის დირექტორის, რასელ ვოუტის მიერ წარმომადგენელთა პალატისთვის გაგზავნილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოყოფილი თანხების უმეტესობა პენტაგონის საბრძოლო მასალის შევსებას მოხმარდება.

მოთხოვნაში აღნიშნულია, რომ თანხის ნაწილი ამერიკელი ფერმერების დახმარებას და აფრიკაში ებოლას ვირუსთან ბრძოლას მოიცავს.

ამასთან, CNN-ის ცნობით, დღეს სენატმა რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო, რომელიც დონალდ ტრამპს ირანში ომის შეწყვეტას ავალდებულებს, მას შემდეგ, რაც მსგავს რეზოლუციას გუშინ სენატში კონგრესმენებმა მხარი დაუჭირეს.

რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალებს, ირანში ომი შეწყვიტოს ან მიიღოს კონგრესის თანხმობა სამხედრო მოქმედებების გაგრძელებამდე, ამჯერად ორმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რენდ პოლმა და ბილ კასიდიმ მხარი აღარ დაუჭირეს. კენჭისყრამდე „რესპუბლიკელი“ სენატორები დონალდ ტრამპს შეხვდნენ.

იტვირთბა....