აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესს დამატებით 87 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს, რაც ირანთან ომის დროს გახარჯული მარაგების შევსებას მოხმარდება

თეთრმა სახლმა კონგრესისგან 87,6 მილიარდი დოლარი მოითხოვა, რაც ირანთან ომის დროს დახარჯული მარაგების შევსებაზე დაიხარჯება.

როგორც ამერიკული მედია იტყობინება, კონგრესისთვის გაგზვანილ წერილში ნათქვამია, რომ 67 მილიარდი დოლარი უნდა დაიხარჯოს „სამხედრო პერსონალის დაფინანსებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და მარაგების შევსების საოპერაციო ხარჯებისთვის“.

დოკუმენტის მიხედვით, 11 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ამერიკელი ფერემრების დასახმარებლად, ხოლო ვირუს ებოლასთან დაკავშირებული კრიზისთან ბრძოლისთვის თეთრი სახლი 1,4 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითხოვს.

ასევე, 300 მილიონი დოლარით უნდა დაფინანსდეს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში განლაგებული ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

იტვირთბა....