აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია – ლაურა კასტელი

ესპანელი დეპუტატი, ლაურა კასტელი ოპოზიციას ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს.

“სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი მედიის და საზოგადოების თავისუფლად მოქმედების უფლება ზეწოლის ქვეშაა [საქართველოში]. მიუღებელია, რომ პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში.

ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე ყველაფრისთვის, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია, რომლებშიც შეუძლიათ და უნდა იმუშაონ. პარლამენტის ბოიკოტს აზრი არ აქვს და საქართველოს მოქალაქეებსა და საზოგადოებას არ ეხმარება. როგორც გაერთიანებულ ევროპულ მემარცხენე ძალებს, გვსურს ყველა მხარეს პოლიტიკოსებს მოვუწოდოთ, რომ უკეთ იმოქმედონ, ვიდრე ახლა მოქმედებენ. ეს მოიცავს მთავრობაზე ზეწოლას, რომ თავისი კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებებზე ევროპული კონვენციის ფარგლებში ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს”, – განაცხადა ლაურა კასეტლმა.

იტვირთბა....