აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის

აშშ ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს გზავნის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გამოაცხადა.

მარკო რუბიომ ვენესუელელ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრების შემდეგ სამძიმარი გამოუცხადა.

„ამ რთულ დროს ამერიკა ვენესუელელი ხალხის გვერდით დგას. პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვენესუელაში სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას დაუყოვნებლივ გზავნის“, – წერს რუბიო X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელის დამხარებისთვის მზად იყო.

ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, დელსი როდრიგესმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენესუელა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მუდმივ კონტაქტშია.

იტვირთბა....