აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დონალდ ტრამპი მართალია, მის პოზიციას აქვს თავისი მიზეზები, ვითარება არაერთგვაროვანია, მაგრამ მე ჩემი არგუმენტები მაქვს” – მარკ რუტე 

აშშ-ის პრეზიდენტთან ბევრი უთანხმოება არ მაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში მცირედით უნდა შევეკამათო, –  ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

რუტეს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციისთვის გარკვეული საფუძვლები ნამდვილად არსებობს. თუმცა, რუტეს თქმით, მას არგუმენტები აქვს.

„ვეთანხმები, რომ ამ შეფასებას აქვს საფუძვლიანი მიზეზები. მაგრამ ჩემი არგუმენტი ასეთია: ეს ცალკეული შემთხვევებია. თუ, მაგალითად, გერმანიას ავიღებთ, პირველივე დღიდან მან შეასრულა ყველა ორმხრივი ვალდებულება. საუბარია ტექნიკურ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე. ეს არის კონკრეტული ქვეყნების მიერ აშშ-ის წინაშე აღებული ორმხრივი ვალდებულებები და, მკაცრად რომ ვთქვათ, ნატო-ს საკითხი არ არის. ყველამ შეასრულა ის, რასაც დაჰპირდა. ამან განაპირობა ის, რომ ევროპიდან 4 000-დან 5 000-მდე აშშ-ის თვითმფრინავი აფრინდა. ჩემი აზრით, ირანის წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარება ძალიან რთული იქნებოდა, ევროპა აშშ-ს ძალის პროექციის პლატფორმად რომ არ ემსახურებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტრამპი მართალია, მის პოზიციას აქვს თავისი მიზეზები. სიტუაცია არაერთგვაროვანია”, – განაცხადა რუტემ.

იტვირთბა....