აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“სევასტოპოლის მთავარ ელექტროქვესადგურს დავარტყით… კინო აღარ იქნება და, როგორც აღმოჩნდა, სინათლე ბევრი არასდროს არის” – უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურის, რობერტ „მადიარ“ ბროვდის განცხადებით, 24 ივნისის ღამეს დრონების დარტყმების შედეგად სევასტოპოლში მწყობრიდან გამოვიდა ელექტროქვესადგური და დაზიანდა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე სამხედრო ობიექტი.

“ელოდება სევასტოპოლი, ელოდება კამჩატკა, ელოდება კრონშტადტი…“ გამოდის, რომ ამჟამად „ელოდება“ მხოლოდ კამჩატკა. დანარჩენები კი თავისუფლებისმოყვარე უკრაინული ჩიტებისგან (დრონებისგან) მწარე დარტყმებს იღებენ.

24 ივნისის ღამეს „დაიღალა“ (მწყობრიდან გამოვიდა) სევასტოპოლის მთავარი ელექტროქვესადგური, რომელიც ბალაკლავას თბოელექტროსადგურის გენერაციას ანაწილებს (ქვესადგური 330/220/110/35 კვ „სევასტოპოლი“).

კინო აღარ იქნება და, როგორც აღმოჩნდა, სინათლე ბევრი არასდროს არის. ოპერაციაზე მუშაობდნენ უპილოტო სისტემების ძალების პირველი საოპერაციო ცენტრის „ჩიტები“, ახლად შექმნილი უპილოტო სისტემების ძალების ღრმა დარტყმების ცენტრის კოორდინაციით. და დიახ, სწორი ციფრია 7. ზუსტად მანდ – შვიდი.

24 ივნისის ღამის განმავლობაში, უპილოტო სისტემების ძალების „ჩიტებმა“ შედეგიანად დაამუშავეს მტრის 48 ოპერატიული და გეგმური სამხედრო მიზანი სამხრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში“ – წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ „მადიარ“ ბროვდი.

იტვირთბა....