მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე გახდა, წელს მუშაობას ვერ აღადგენს – ინფორმაციას Reuters წყაროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ეს კიდევ უფრო ართულებს რუსეთის მცდელობებს, გაუმკლავდეს საწვავის დეფიციტს.
მათივე ცნობით, ქარხანა, რომელიც რუსეთის დედაქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობს, მოსკოვის რეგიონისთვის საწვავის უმსხვილესი მიმწოდებელია. მიმდინარე თვეს უკრაინამ აღნიშნული ქარხანა ორჯერ დაბომბა.

