აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სპარსეთის ყურეში 1000-ზე მეტი გემია გაჭედილი

აშშ-ს და ირანს შორის მიღწეული შეთანხმებების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტით გემების გადაადგილება კვლავ არ განახლდა. ამის გამო სპარსეთის ყურეში 1000-მდე გემია გაჭედილი. ინფორმაციას Allianz ავრცელებს.

როგორც გერმანული სადაზღვევო კომპანია Allianz იუწყება, სპარსეთის ყურეში არსებული გემების და მათი ტვირთების საერთო ფასი 125 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მინიმუმ რამდენიმე კვირაა აუცილებელი. ამავე წყაროს ცნობით, აშშ-ირანის ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტით ყოველდღიურად 140 გემი გადაადგილდებოდა.

ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის გამო სუეცის არხით გადაადგილება 80%-ით არის შემცირებული. ასევე ამ მარშრუტით გადაადგილება იემენელი ხუსიტები აფერხებენ, რომლებმაც რამდენიმე გემზე რაკეტებით და დრონებით იერიშები განახორციელეს. ამის გამო გემები აფრიკის სანაპიროს გასწვრივ გადაადგილდებიან, რაც მარშრუტს რამდენიმე ათასი მილით ზრდის.

იტვირთბა....