აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრებს ებრძვიან

საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ტყის ხანძრებმა ასობით ჰექტარი გაანადგურა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთ-ერთი ხანძარი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში, ლოტ-და-გარონის დეპარტამენტში გაჩნდა, ცეცხლმა 87 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ჩასაქრობად 180-ზე მეტი მეხანძრე იყო მობილიზებული.

კიდევ ერთი ხანძარი ჩრდილოეთით, მენ-ე-ლუარის დეპარტამენტის ტყეში. ბოლო მონაცემებით, იქ დაახლოებით ტყის მასივის 85 ჰექტარი დაიწვა. ადგილზე 200 მეხანძრე მუშაობდა, ქრობის პროცესში სპეციალური ტექნიკაც იყო ჩართული.

ხანძარს ებრძვიან ასევე ენდრის დეპარტამენტშიც, სადაც ტყის მიმდებარედ 40 ჰექტარი მინდორი განადგურდა, ორი მეხანძრე დაშავდა.

23 ივნისი საფრანგეთში ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა, რაც ბოლო 79 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი იყო. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. ექსტრემალური სიცხის გამო, ქვეყნის უმეტეს რეგიონში განგაშის „წითელი“ დონე გამოცხადდა, ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის გაფრთხილებად ითვლება.

საფრანგეთის გარდა, მაღალ ტემპერატურას დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ებრძვიან. „როიტერი“ წერს, რომ ევროპაში ტემპერატურის მატებას საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს.

იტვირთბა....