ევროკომისიის პრეზიდენტი მომავალ კვირას სომხეთში ვიზიტს გეგმავს. პირველ ივლისს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკო ავრცელებს.
ინფრომაციით თანახმად, ევროკომისიის დელეგაციასთან ერთად იქნება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსიც.
გამოცემა იუწყება რომ, ეს ვიზიტი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფაშინიანის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირება იქნება.
„ვხედავთ, როგორ განიცდის ქვეყანა რუსეთის მხრიდან ინტენსიურ და თანმიმდევრულ ზეწოლას; ვიზიტი მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გააგზავნის უკვე გაწეული კონკრეტული მხარდაჭერის შემდეგ“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც მომავალ ვიზიტზე მუშაობდა და გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

