ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანის სარაკეტო პროგრამა შეერთებულ შტატებთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ნაწილი არ არის, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია ურთიერთგაგების მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იქნება“, – განაცხადა პეზეშკიანმა პაკისტანში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი მტკიცებით, ირანის სარაკეტო პროგრამა ეროვნული თავდაცვისთვის აუცილებელია.
„რაკეტები რომ არ გვქონოდა, რომლებსაც ჩვენი თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა პეზეშკიანმა.
ირანის პრეიდენტმა ეს კომენტარები ისლამაბადში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც მან პაკისტანის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული განვითარების შესახებ მოლაპარაკებები გამართა.

