უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ყირიმის არხზე გამავალი სარკინიგზო ხიდი სრულად გაანადგურეს. მათივე ინფორმაციით, 22 ივნისის ღამეს ზუსტი დარტყმების შედეგად დაზიანდა სარკინიგზო ლიანდაგიც და ჩამოინგრა ხიდის ერთ-ერთი მალაც. 23 ივნისის ღამეს კი სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა დააზიანეს ხიდის სარემონტო ტექნიკა და ხელმეორედ დაარტყეს ხიდის ნარჩენებს.
“ეს ოკუპანტების სტრატეგიული სამხედრო-ლოგისტიკური არტერია იყო. ობიექტი წარმოადგენდა სატრანსპორტო დერეფნის ნაწილს ტვირთების, რესურსებისა და სამხედრო-მატერიალური საშუალებების ორი ძირითადი მიმართულებით გადასაადგილებლად: რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან ყირიმის გავლით – სამხრეთის მიმართულებით მოქმედი ჯარების დაჯგუფების უზრუნველსაყოფად, ასევე თავად ნახევარკუნძულის შიგნით – ყირიმის სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.” – აცხადებენ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები.

