აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსულმა ძალებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა – 23

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმის შედეგად ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ყველა ხანძარი ჩააქრეს. დაზიანდა შენობები, ექსკავატორი და მსუბუქი ავტომობილი.

იტვირთბა....