ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მე-6 სართულიდან მუშა გადმოვარდა…

ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ადგილზე მყოფი მუშები ამ დროისთვის სამშენებლო საქმიანობას განაგრძობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის იყო და ხშირად მაღალი წნევა აწუხებდა. მშენებლების თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და გადმოვარდნის დროს მე-6 სართულზე სხვა მუშა არ იმყოფებოდა.

“მეტრონომს” შსს-ში უთხრეს, რომ საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

იტვირთბა....