რუსეთმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ოლეგ ივაშჩენკო და უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ “მადიარ” ბროვდი საერთაშორისო ძებნილებად გამოაცხადა და დაუსწრებლად დააპატიმრა.
განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა პუტინთან გამართულ თათბირზე გააკეთა.

