აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან – მზად ვართ, ნებისმიერ გარე და შიდა საფრთხეს ვუპასუხოთ” – ვლადიმერ პუტინი

დასავლეთის ქვეყნები ღიად აცხადებენ, რომ რუსეთთან ომისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსები მილიტარიზაციის გასამართლებლად მოსკოვის მხრიდან საფრთხის შესახებ ცრუ განცხადებებს იყენებენ.

„დასავლეთში ღიად აცხადებენ, რომ ემზადებიან ჩვენთან ომისთვის, ზრდიან სამხედრო ბიუჯეტებს, ხოლო ასეთი ხარჯების და მათი სახელმწიფოების რადიკალური მილიტარიზაციის გასამართლებლად, ნატო-ს და ევროკავშირის ლიდერები ცრუ განცხადებებს იყენებენ ვითომდა რუსეთისგან მომავალი სამხედრო საფრთხის შესახებ“, – აღნიშნა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა სწრაფად და ადეკვატურად უპასუხოს ნებისმიერ გარე და შიდა გამოწვევას.

„მზად ვართ, ოპერატიულად და ადეკვატურად ვუპასუხოთ ნებისმიერ გარე და შიდა საფრთხეს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან მან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში მყოფი რუსი სამხედრო მოსამსახურეები ისტორიულ მიწებს ათავისუფლებენ“.

„დღეს რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები ვაჟკაცურად და ეფექტურად წყვეტენ ამოცანებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ათავისუფლებენ ჩვენს ისტორიულ მიწებს“, – აღნიშნა პუტინმა.

იტვირთბა....