აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“თეირანი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ინსპექტორებს დაზიანებული ბირთვული ობიექტების მონახულების ნებას არ მისცემს” – ისმაილ ბაღაი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ისმაილ ბაღაი აცხადებს, რომ თეირანი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ინსპექტორებს დაზიანებული ბირთვული ობიექტების მონახულების ნებას არ მისცემს.

მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით თეირანს IAEA-ის ხელმძღვანელ რაფაელ გროსისთან კომუნკაცია არ აქვს.

ბაღაიმ ასევე აღნიშნა, რომ ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებს.

ცნობისთვის, 23 ივნისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, ირანი დათანხმდა ბირთვული ინსპექტორების ქვეყანაში დაშვებას, რაც დიდი ხნის შემდეგ პირველად ხდება. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მუშაობს მონიტორინგის გაძლიერებაზე, რათა დარწმუნდეს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერ შექმნის.

იტვირთბა....