რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთის არმიამ ქალაქის დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია.
კრივოი-როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ვილკული აცხადებს, რომ სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი.

