აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საფრანგეთი არ არის წინააღმდეგი, ევროკავშირისგან ფარულად მოსკოვთან კონტაქტები მოითხოვოს” – სერგეი ლავროვი

საფრანგეთი არ არის წინააღმდეგი, ევროკავშირისგან ფარულად მოსკოვთან კონტაქტები მოითხოვოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია შუამავლობა, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეს ინფორმაცია პარიზის სინდისზე იყოს, რომელიც თავად არ არის წინააღმდეგი მოსკოვთან ფარულად, ბრიუსელისა და ყველა დანარჩენისგან კულისებში, დისკრეტული კონტაქტების მოთხოვნისა“, – განაცხადა ლავროვმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნები ორ ბანაკად გაიყვნენ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიერ რუსეთთან კონტაქტის დამყარების მცდელობის გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი პოზიციაა, რომ ახლა კრემლთან კომუნიკაციის შესაფერისი დრო არ არის და როდესაც ეს მომენტი დადგება, ინიციატივა „ევროკავშირის სამეულმა“ (საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი) უნდა აიღონ.

იტვირთბა....